შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

17 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 25

სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სალომე ჯორბენაძე 25 ივლისს ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს.

19 წლის ზესტაფონელი სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებული სერგი საცერაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, გიორგი ქაშაკაშვილმა მიიღო. ჯორბენაძის ყოფილი ქმარი სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ცნო. მხარეებს ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.

სალომე ჯორბენაძე 25 ივლისს ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობა ჯორბენაძის ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა სერგი საცერაძემ ჩაიდინა, რომელმაც ყოფილი მეუღლე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.

თეგები: განაჩენისალომე ჯორბენაძესასამართლო