შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

18 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 39

ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

შემთხვევა „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“-ში დაფიქსირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 25 მარტს ბიზნესოპერატორების მონიტორინგი განახორციელეს. ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები , ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად, შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“-ში აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცის მოხმარება გამვლინდა. ” სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“ 1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით , საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.”, –ნათქვამია სურსათის ეროვნული საააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება კიდევ განხორციელდება.

თეგები: სამინისტროცხენის ხორციჯარიმა