|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება

გელათის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება, ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა.

,,ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს. გელათის ქუჩა წელს ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელიც ქუთაისში ხორციელდება. დაახლოებით 3 კილომეტრი გზა კეთდება. ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა ერთ თვეში სრულად რეაბილიტირტებული იქნება“,-აღნიშნა შოთა მურღულიამ, რომელმაც გელათის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის დაგების  პროცესს  საფიჩხიის მაჟორიტარ დეპუტატთან  ნიკა ლატარიასთან ერთად გაეცნო.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასფალტის პირველი ფენის დაგება ერთ კვირაში დასრულდება და გზა გავლადი იქნება. 
გელათის ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყლის სისტემა. წყლით უზრუნველყოფილი იქნება ის ქუჩები, რომლებსაც წყალი არასოდეს არ მიეწოდებოდა. ასევე გაკეთდა საყრდენი კედლები, ბორდიურები, დახურული და ღია სანიაღვრე სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,გზამშენი 21“ასრულებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 925 000 ლარით ფინანსდება.

  გელათის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა ადგილობრივი მოსახლეობა. აუტანელი პირობების გამო მათ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს. აქტიურ ტურისტულ სეზონში მიმდინარე სამუშაოებმა ქუთაისიდან გელათისა და მოწამეთას მიმართულებით ტურისტების გადაადგილებაც შეაფერხა.


ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა