შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

20 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 23

ათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხდა.

ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხდა.
მინისტრის ცნობით, შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია და ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია. როგორც დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, შენობის რემონტის პროცესში, სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული.
მომდევნო ეტაპი რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას გულისხმობს, რის შემდეგაც მის ფუნქციაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.

თეგები: ათონელის რეზიდეციაპრემიერ მინისტრისამინისტრო