ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მაკულატურის შეგროვების აქცია მოეწყობა

20 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 18

ქუთაისში მაკულატურის შეგროვების აქცია მოეწყობა

აქცია 22-დან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტ ,,მაკულიტერატურის’’ განსაკუთრებული აქცია თბილისის შემდეგ უკვე რეგიონებშიც გრძელდება. ამ აქციას დედაქალაქის შემდეგ ქუთაისი უმასპინძლებს. მხოლოდ 22-დან 25 აპრილის ჩათვლით ქუთაისში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა(ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები). 1 კგ მაკულატურა = 1 ლარის ღირებულების წიგნს. არ ბარდება ( მუყაო, ცელოფნის ფაილი, ბაინდერი). მისამართი: ქუთაისი, ავეჯის კომბინატი, სულხან-საბას 2, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თეგები: აქციამაკულატურაქუთაისი