შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საფეხბურთო კლუბი„ზესტაფონი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

21 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 28

საფეხბურთო კლუბი„ზესტაფონი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან მოიხსნა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან მოიხსნა. კლუბს დაეკისრა დისციპლინარული სასჯელი. მატჩზე გამოუცხადებლობის გამო “ზესტაფონს” გორის “დილასთან” წაგება 0:3 ჩაეთვალა, ასევე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს 2014-15 წლების ეროვნული ჩემპიონატის დებულების

თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში “ზესტაფონს” ჩაეთვალა წაგება 0:3. დისციპლინარული სასჯელი დაეკისრა კლუბის დირექტორს მიხეილ ხუციშვილს. მას ერთწლიანი სანქცია მისცეს. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში მიეცემა დისკვალიფიკაცია და აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.
საფეხბურთო კლუბს “ზესტაფონი” უფლება აქვს, სააპელაციო კომიტეტში გადაწყვეტილება შვიდი დღის ვადაში გაასაჩივროს.

გაასაჩვრებს თუ არა კლუბი მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ ინფრომაციას მოგვიანებით მოგაწვდით, ჩვენ ჟურნალისტი თემაზე ზესტაფონში მუშაობს.

თეგები: ზესტაფონისასჯელიფეხბურთი