ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წერეთლის უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის წარმომადგენლებს მასპინძლობს

21 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 20

წერეთლის უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის წარმომადგენლებს მასპინძლობს

Tempusi-ის პროექტში ევროპისა და აზიის 18 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული.

წერეთლის უნივერსიტეტში Tempusi-ის პროექტის „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების“ ფარგლებში, პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. მას იტალიის, რუმინეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ესტონეთისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება აწსუ-ს რექტორმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა. „ჩვენს უნივერსიტეტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისები“. აღნიშნული სამსახურის ხელშეწყობით სტუდენტებს შეუძლიათ: ისარგებლონ საუნივერსიტეტო ელფოსტით; მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ, დამსაქმებლის მიერ გამოცხადებული ვაკანსიებისა და კონკურსების შესახებ; ისარგებლონ ელექტრონული სწავლების პორტალით, სადაც გაეცნობიან სასწავლო კურსების სილაბუსებს, ლიტერატურას, შეასრულებს სხვადასხვა სახის დავალებას და ასე შემდეგ“,- განაცხადა გიორგი ღავთაძემ. საკოორდინაციო შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს Tempusi-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების“ ოფისების შესახებ.

პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ოქტომბერში დასრულდება.

თეგები: აწსუპროექტებისტუდენტები