ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ახალგაზრდებს სემინარში სახელწოდებით – “თვითმმართველობა, აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობა – ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისთვის” მონაწილეობას სთავაზობს. აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებლის, ვანო ბუხაიძის განმარტებით, სემინარში მონაწილეობისთვის მსურველებმა აპლიკაციები უნდა შეავსონ, რომელიც ქუთაისის მერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (kutaisi.gov.ge) და ასევე, jobs.ge-ზე 21 იანვრიდან განთავსედება. სემინარში, რომელიც მიმდინარე წლის 20 -25 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სემინარის მიზანია, ქუთაისის ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში. კონკურსის ფარგლებში, 17 წლიდან 19 წლამდე ასაკის, 42 ახალგაზრდა შეირჩევა.
სემინარი ბაკურიანში – ქუთაისის მერია ახალგაზრდებს თვითმმართველობის საკითხებში ჩართულობას სთავაზობს
17 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23
სემინარში მონაწილეობისთვის მსურველებმა აპლიკაციები უნდა შეავსონ.
თეგები: კონკურსი • კონკურსი / ანონსი • სემინარი • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები