შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დაფინანსებას ვერ მიიღებს

21 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 27

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დაფინანსებას ვერ მიიღებს

ზესტაფონის საკრებულოს ეს გადაწყვეტილება დაპირისპირების მიზეზი გახდა.

13 მომხრე და 17 წინააღმდეგი – ასეთი შედეგით დასრულდა საკრებულოს სხდომა ზესტაფონში, სადაც საფეხბურთო კლუბის „ზესტაფონი“ დაფინანსების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, კახა შავგულიძის განცხადებით, კლუბის დაფინანსება ვერ მოხდება სანამ არ იქნება განულებული გუნდის ამდროინდელი მფლობელის ვალები.

მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრებსა და გუნდის ფანკლუბის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი სახის დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება კლუბის მიერ დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას, გუნდის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

თეგები: დაფინანსებაზესტაფონისაფეხბურთო კლუბი