ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა 2017 წელს დაიწყება

22 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა  2017 წელს დაიწყება

პროექტის ღირებულება 26 მილიონი ევროა.

ქუთაისის სიახლოვეს, სოფელ გოდოგანის ტერიტორიაზე, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელი მოეწყობა. ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მთლიანად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება, 2017 წელს დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება ქუთაისის ძველი ნაგავსაყრელის დახურვა. აღნიშნული ინფორმაცია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა იმერეთის რაიონის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ერთეულების წარმოადგენელებს გააცნეს. რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას მყარი ნარჩენების კომპანია KFW(გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) დაფინანსებით ახორცილებს. პროექტის ღირებულება 26 მილიონი ევროა.

ნაგავსაყრელისთვის თავდაპირველად ჭოგნარის ტერიტორია შეირჩა, თუმცა ადგილობრივების პროტესტის შემდეგ ადგილი შეიცვალა.

თეგები: იმერეთინაგავსაყრელიქუთაისი