24 აპრილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აცივდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებაში განაცხადეს.
„24 აპრილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ჩვენი ვარაუდით, მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს ქარიც. მთიან რეგიონებში ნალექის სახით მოსალოდნელია უმნიშვნელო თოვლიც მოვიდეს, შესაბამისად, ტემპერატურაც დაიკლებს. ცივი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე დღე გასტანს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქუთაისში 29 აპრილამდე არ გამოიდარებს.
აპრილი 24, 2015
ქუთაისში 29 აპრილამდე წვიმიანი ამინდი გასტანს