ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1800 ვეტერანს ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარებიან. მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი კი 500 ლარიან დახმარებას მიიღებს. პრემიერის ეს ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
„საიუბილეო თარიღთად დაკავშირებით 1000 ლარიანი დახმარებების გაცემა არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების გამოხატულება, თუ რამდენად ვაფასებთ ვეტერანთა წვლილს ამ დიდ გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, ამ თანხით მათ მიეცემათ საშუალება ღირსეულად შეხვდნენ 9 მაისის თარიღს,”-განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 1000 ლარით დაეხმარებიან
24 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 27
ერთჯერად დახმარებას 1800 ვეტერანი მიიღებს.
თეგები: დახმარება • ვეტერანები • პრემიერი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები