შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლის გამგებელსა და ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა

24 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 23

თერჯოლის გამგებელსა და ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა

თერჯოლის გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

თერჯოლაში რელიგიური დაპირისპირების გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტებსა და რაიონის გამგებლელს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ თერჯოლიდან “ნიუპრესის” კორესპონდენტი იტყობინება. მისი თქმით, თემურ ჯაფარიძე ჟურნალისტების მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, რის შემდეგაც შენობის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამ წუთებში თერჯოლის გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რომელიც თავად ჟურნალისტებმა გამოიძახეს.

ისინი ირწმუნებიან, რომ გამგებელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ ჟურნალისტს დაზიანდა ხელი.

თეგები: რელიგიური დაპირისპირებასაპატრულო პოლიცია