სასტუმროში “ბაგრატი 1003” პრემიერისა და მეწარმეების შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კომენტარი ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი ლარის კურსის ცვლილებაზე გავლენას არ ახდენს. მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და სავარაუდოდ, შედეგიც მალე იქნება. “სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯვა არ არის გაზრდილი, შემოსავლებს და ხარჯს შორის არის ბალანსი. ლარის კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ბიუჯეტი არანაირად არ ახდენს. ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად და იმედია, ეს პროცესი შედეგს აუცილებლად გამოიღებს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, ლარის კურსის ცვალებადობა ვერც ბიზნესგარემოზე ახდენს გავლენას. ქვეყანაში რამდენიმე უცხოური კომპანია შემოდის და კონკრეტულ პროექტებს ახორციელებს. დაინტერესებულ კომპანიებს შორის ნოდარ ხადურმა კორეული ფირმები დაასახელა.
“ლარის კურსის ცვლილება დროებითი მოვლენაა”- ნოდარ ხადური
25 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 27
ფინანსთა მინისტრი ქუთაისში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
თეგები: ლარის კურსი • პრემიერი • ხადური
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები