ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი უნდა გაიყიდოს”-ირაკლი ღარიბაშვილი

25 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 20

“ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი უნდა გაიყიდოს”-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ქუთაისში იმყოფება.

პრემიერმა დღეს წყალტუბოს დათვალიერების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებასთან ერთად ქუთაისში არსებული მთავრობის სახლის ფუნქცონირებაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს: ,,ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელიც 350 მილიონი დაჯდა და მთავრობის სახლს, რომელიც 80 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო ეს შენობები ქუთაისში არ ვიცი, როცა სხვა მნიშვნელოვანი პროექტები იყო განსახორციელებელი. მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს. ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში იმყოფება, სადაც სასტუმრო „ბაგრატში” ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე მხარის ეკონომიკურ პოტენციალს განიხილავენ. შეხვედრა პროექტის „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში მიმდინარეობს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმთავრობის სახლიპრემიერი