შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

C ჰეპატიტის მქონე პაციენტების რეგისტრაცია იწყება

27 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 65

C ჰეპატიტის მქონე პაციენტების რეგისტრაცია იწყება

რეგისტრაციის ხელახლა გავლა იმ პაციენტებსაც მოუწევთ, რომლებიც ინტერფერონის პროგრამაში უკვე მონაწილეობენ .

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში მონაწილეობისთვის პაციენტების რეგისტრაცია იწყება. 28 აპრილიდან მოქალაქეებს შეეძლებათ დოკუმენტაციით თბილისსა და რეგიონებში არსებულ მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებს მიმართონ.

სავალდებულო დოკუმენტების ნუსხაში შედის: პირადობის მოწმობის ასლი, “ფორმა 100”, ბოლოს ჩატარებული კვლევების პასუხები.

რეგისტრაციის ხელახლა გავლა მოუწევთ იმ პაციენტებსაც, რომლებიც ინტერფერონის პროგრამაში უკვე მონაწილეობენ .

C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე მონაწილეობას სამი კლინიკა: ინფექციური საავადმყოფო, კლინიკები “ჰერა” და “ნეოლაბი” მიიღებენ.

თეგები: კლინიკაპაციენტებიც ჰეპატიტი