ქუთაისის საააპელაციო სასამართლოში ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე დასრულდა. ლევან ბობოხიძისა და მისი თანაგუნდელების ზურაბ ჯიბუხაიას, ბესარიონ ჭელიძის და ნიკოლოზ კირთაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა. აღნიშნულ პირებს პროკურატურა სამსახურეობრივ სიყალბეს და ფულის გაფლანგვას ედავება. განსასჯელები სასამართლომ რამდენიმე მუხლში გაამართლა, საბოლოოდ კ,ი მათ 3 წელიწადისა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის განხილვა, სავარაუდოდ, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება.
ლევან ბობოხიძისა და მისი თანაგუნდელების განაჩენი უცვლელი დარჩა
27 აპრილი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 33
ხონის მაღალჩინოსნების საქმე, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს.
თეგები: ზურაბ ჯიბუხაია • ლევან ბობოხიძე • ხონი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები