8-მილიონი ლარი ზესტაფონში ქუჩების გადათხრისათვის - ფლანგვის დეტექტორი
შპს ჯეო გრუპმა ზესტაფონის გზების სარეაბილიტაციო 8-მილიონიან ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ქუჩები გადათხარა და სამუშაოები მიატოვა, ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტქქტორი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, სამუშაოები 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.
"გზებზე ასფალტის ძველი საფარი მძიმე ტექნიკით აყარეს, თუმცა 8 თვის თავზე ქუჩების ისევ გადათხრილია, სამუშაო შეჩერებულია, ქუჩებზე ბიზნესები იხურება და უმუშევრობა იზრდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯეუ გრუპი, რომელმაც 2013-20 წლებში 160 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო და რომლის მფლობელებიც “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან, სამუშაოების ვადაგადაცილებით და/ან უხარისხოდ ასრულებს"- აცვხადებს ფლანგვის დეტექტორი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა