|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს

8 სექტემბრამდე საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 სექტემბერს დღისით +25, +27, ხოლო 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა