8 თებერვალს გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს
დავითობასთან" დაკავშირებით ქუთაისის მერიამ, გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დანიშნა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 8 თებერვალს გელათის სამონასტრო კომპლექსისკენ და პირიქით უფასოდ გადაადგილდნენ.
ტრანსპორტი ყოველ ნახევარ საათში დილის 8 საათიდან შუადღის 15 საათამდე იმუშავებს.
მიკროავტობუსები გელათის მიმართულებით ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან, ე.წ. "კოლონადებიდან" გადაადგილდებიან.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა


16:17
12:09
11:59
17:20
















