ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

28 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 22

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

8 მლნ ევროს პირველი ტრანშის სახით, საქართველო 2015 წელს მიიღებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება საბიუჯეტო დახმარებაზე გამახვილდა. ევროკავშირი საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოუყოფს, საიდანაც 8 მლნ ევროს, პირველი ტრანშის სახით, საქართველო 2015 წელს მიიღებს.

პროგრამის მიზანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და არათანაბარი გარემოს შეცვლაა.

თეგები: ევროკავშირიიანოშ ჰერმანისაქართველო