შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნატო ქათამაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეობაზე უარს ამბობს

29 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

ნატო ქათამაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეობაზე უარს ამბობს

“გვიხარია, რომ საკრებულოში რჩებით”- დავით დვალის კომენტარი დეპუტატის გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გამარჯვების ოლქიდან დღეს საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. ნატო ქათამაძის თქმით, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამშემწის თანამდებობაზე უარს ამბობს. დეპუტატის განმარტებით, ის გრძნობდა პასუხისმგებლობას ორივე საქმიანობისას, ამიტომ არჩევანი ქუთაისელი ამომრჩევლის სასარგებლოდ გააკეთა. “ვგრძნობდი რა პასუხისმგებლობას, ორი თვეა, ვფიქრობდი არჩევანის გაკეთებაზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე. არჩევანი ამომრჩეველის სასარგებლოდ გავაკეთე, მე ვრჩები ქუთაისში”,-აღნიშნა ნატო ქათამაძემ. ქათამაძის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გამოეხმაურა: “ქალბატონო ნატო, ვინაიდან ეს განცხადება ჩვენთანა არ იყო შეთანხმებული, გულისფანცაქალით ველოდით თქვენს გადაწყვეტილებას. გვიხარია, რომ საკრებულოში რჩებით”-აღნიშნა დვალმა.

თეგები: დავით დვალინატო ქათამაძეპარლამენტის თავმჯდომარე