მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე პირველი კომენტარები გაკეთდა საქართველოს პარლამენტში. “ძალიან საინტერესო” – ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინათინ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას. ,,ძალიან მოკლე დრო ქონდა პრემიერს იმისათვის, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი წარედგინა, ის გადაწყვეტილებები რაც იყო მიღებული, რა თქმა უნდ,ა ვიცოდით ჩვენც. თავდაცვის სფერო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო და მჯერა, რომ ხიდაშელი თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას. ვთვლი, რომ მინისტრთა კაბინეტს ძალიან საინტერესო შემადგენლობა არის დღეს წარმოდგენილი” ,-განაცხადა ბესელიამ. ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდებიან თუ არა რაიმე სიურპრიზს პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან, ბესელიამ უპასუხა, რომ არა, რადგანაც ეს ყველაფერი გავლილი და შეთანხმებულია მასთან.
,,ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო პრემიერმა” – ეკა ბესელია
1 მაისი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 23
უმრავლესობაში პრეზიდენტის მხრიდან რაიმე სახის სიურპრიზებს არ ელოდებიან.
თეგები: გიორგი მარგველაშვილი • ეკა ბესელია • ირაკლი ღარიბაშვილი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები