ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “პროკრედიტ ბანკი” დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
თბილისში ბანკი დააყაჩაღეს
2 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 111
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
თეგები: ბანკის დაყაჩაღება • ეჭვმიტანილის დაკავება • ყაჩაღობა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები