საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისელებს “გვირილობის” დღესასწაულს ულოცავს. “ყველა ქუთაისელს გულითადად ვულოცავ 2 მაისს – ქუთაისისა და ქუთაისელების დღესასწაულს – გვირილობას. ეს ლამაზი დღესასწაული უკვე ტრადიციაა, რომელიც ას წელზე მეტია აღინიშნება. ვუსურვებ ქუთაისელებს სილაღეს, სიმშვიდეს და ბედნიერ ცხოვრებას თავიანთ ულამაზეს, უძველეს, გამორჩეულ ქალაქში”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქალაქის დღესასწაული ქუთაისში, ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება.
პრემიერი ქუთაისელებს “გვირილობის” დღესასწაულს ულოცავს
2 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 26
“ვუსურვებ ქუთაისელებს სილაღეს, სიმშვიდეს და ბედნიერ ცხოვრებას თავიანთ ულამაზეს, უძველეს, გამორჩეულ ქალაქში”-ირაკლი ღარიბაშვილი.
თეგები: გვირილობა • ირაკლი ღარიბაშვილი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები