“ორმაისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა 300-მდე ძაღლმა მიიღო, აქედან 200 სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი. შეჯიბრება რამდენიმე ნომინაციაში გაიმართა. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ” ყველა ქუთაისელს ვულოცავ “ორმაისობას”. საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი ტურისტი გვესტუმრა და მონაწილეობა მიიღო გამოფენაში,”- აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ. ძაღლების ფესტივალი 2 მაისს დაიწყო და 3 მაისს დასრულდება.
ძაღლების ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
2 მაისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 29
ფესტივალზე მონაწილეობა 300-მდე ძაღლმა მიიღო.
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები