ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მე დავბრუნდები”–მირზა გელოვანის ნეშტს ერთი დღით ქუთაისში დაასვენებენ

4 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 18

“მე დავბრუნდები”–მირზა გელოვანის ნეშტს ერთი დღით ქუთაისში დაასვენებენ

პოეტის ნეშტის ჩამოსვენება 8 მაისს იგეგმება.

71 წლის შემდეგ, 27 წლის გმირის, ქართველი პოეტის მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ. პოეტის ნეშთის ჩამოსვენება 8 მაისს იგეგმება. იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, სავარაუდოდ , გელოვანის ნეშტს ერთი დღით ქუთაისში დაასვენებენ.

„მეც ვიყავი იმ დელეგაციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბელორუსიაში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა. რამდენიმე დღეში მოხდება ცხედრის გადმოსვენება. ჯერ არაა ცნობილი, მის წმინდა ნაწილებს სოფელში დაკრძალავენ, თუ თბილისში. ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ პოეტის ნეშტი ერთი დღით ქუთაისში დაასვენონ,“-აღნიშნა გივი ჭიჭინაძემ.

დღეს ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მე დავბრუნდები“ გაიმართა. სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებმა პოეტის განვლილი გზა გაიხსენეს და მისი შემოქმედებიდან ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს.

თეგები: გივი ჭიჭინაძემირზა გელოვანიქუთაისი