შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძაღლების ფესტივალზე ქართულმა ნაგაზმა გაიმარჯვა

5 მაისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 32

ძაღლების ფესტივალზე ქართულმა ნაგაზმა გაიმარჯვა

გამოფენაზე 15-მდე ნაგაზის ჯიშის ძაღლი იყო წარდგენილი.

ძაღლების ფესტივალზე, რომელიც ქუთაისში სპორტის სასახლეში ჩატარდა, ქართულმა ნაგაზმა გაიმარჯვა. გამოფენაზე 15-მდე ნაგაზის ჯიშის ძაღლი იყო წარდგენილი. როგორც ძაღლის მეპატრონე ჯემალ შალამბერიძე აღნიშნავს, გამარჯვების იმედი ჰქონდა. “მოლოდინები დიდი მქონდა, რადგან ძაღლს განსაუთრებული მოვლა აქვს. კარგი კვება, ვიზიტი ვეტერინართან და ვარჯიში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ძაღლი 2015 წლის ჩემპიონი გახდა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ვფიქრობ, ასეთი ფესტივალი ხშირად უნდა ტარდებოდეს.” – განაცხადა შალამბერიძემ. გამოფენაში მონაწილეობა 300-მდე ძაღლმა მიიღო, აქედან 200 სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი.

თეგები: ნაგაზიჩემპიონიძაღლი