შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“იმედი მაქვს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარდაჭერა ექნება”-სოზარ სუბარი

7 მაისი, 2015 • გიგა გელხვიძე • 31

“იმედი მაქვს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარდაჭერა ექნება”-სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი კომიტეტის დაწყებამდე პირველ კომენტარს აკეთებს.

დევნილთა და განსახლების მინისრი სოზარ სუბარი საკომიტეტო მოსმენის დაწყებამდე პირველ კომენტარს აკეთებს. ის იმედოვნებს, მთავრობის რომ ახალ შემადგენლობას სრული მხარდაჭერა ექნება.

“იმედი მაქვს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება. მთავრობის გეგმა არსებითად იგივეა, რადგანაც ის არის ადამიანზე ორიენტირებული. პირადად ჩემს მიმართულებში, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი სიახლეა, რომელიც ყოველდღიურად იგეგმება. ეს არის ის გეგმები, რომლებიც ეხება დევნილების დაკმაყოფილებას. ამაში შედის გრძელვადიანი განსახლებაც და მათი ბინებით დაკმაყოფილება, ასევე სხვა სოციალური საკითხები,“ – განაცხადა სუბარმა.

თეგები: მთავრობამხარდაჭერასოზარ სუბარი