შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მცირე ჰესების კასკადმა შეიძლება მეტი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე”-გიგლა აგულაშვილი

7 მაისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 44

“მცირე ჰესების კასკადმა შეიძლება მეტი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე”-გიგლა აგულაშვილი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი “ოქროს შუალედის” პოვნას ცდილობს.

“მცირე ჰესების კასკადმა შეიძლება უფრო მეტი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე, ვიდრე ერთმა დიდმა ჰესმა”. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. აგულაშვილის თქმით, უნდა გამოინახოს ის შუალედი, რომლის დროსაც დაკმაყოფილებული იქნება, როგორც გარემოს დაცვითი ინტერესები, ისე ეკონომიკური განვითარების ამოცანები.

“ოპტიმალური თანამშრომლობაა მაშინ, როცა ორივე ინტერესი შეიძლება იქნას დაკმაყოფილებული. ერთის მხრივ, გარემოს დაცვითი ინტერესები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ – ეკონომიკის განვითარება, მათ შორის ენერგეტიკის. ეს უნდა შევძლოთ, ეს ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ და ამისათვის საჭიროა გარკვეული აქტიური ღონისძიებების გატარება. მცირე ჰესი, დიდი ჰესი – აქ მთავარი არ არის მათი ზომა, არამედ მთავარია, თუ რა მავნე გავლენა შეიძლება მოახდინოს გარემოზე. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გვქონდეს მცირე ჰესების კასკადი და უფრო მეტი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე, ვიდრე ერთმა დიდმა ჰესმა”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

თეგები: გიგლა გულაშვილიელექტროენერგიაჰესი