ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალები” პარლამენტში პლაკატებით გამოცხადდნენ(ვიდეო)

7 მაისი, 2015 • გიგა გელხვიიძე,ბექა გერაძე • 24

“ნაციონალები” პარლამენტში პლაკატებით გამოცხადდნენ(ვიდეო)

პარლამენტარების შენობაში შესვლას მცირეოდენი ინციდენტი მოყვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში პლაკატებით გამოცხადდნენ, სადაც აღნიშნულია ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი. როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ამით მათ სურთ მთავრობის წევრებს, განსაკუთრებით კი, ფინანსთა მინისტრს თვალნათლივ დაანახონ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.

პარლამენტარების შენობაში შემოსვლისას მცირეოდენი ინციდენტი შეიქმნა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი თევდორაძემ განაცხადა, დაცვამ ჩათვალა, რომ მათი ამგვარი ფორმით შემოსვლა საპარლამენტო საქმიანობისათვის საშიში იყო. მცირედი შეყოვნების შემდეგ დეპუტატები შენობაში შევიდნენ.

პარალელურად, უმცირესობის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს იურიდიული კომისიის სხდომას. ამის მიზეზი, მათი განმარტებით, შეკითხვებისათვის განკუთვნილი არასაკმარისი დრო – 2 წუთი გახდა.

თეგები: გია თევდორაძენოდარ ხადურიპარლამენტი