შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა

7 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 27

თურქეთში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეზღუდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეზღუდა. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ინფორმაციით, თურქეთში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი დაფიქსირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და იმპორტიორებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს თურქეთიდან უკვე იმპორტირებულ პროდუქციაზეც განახორციელებს.

თეგები: თურქეთისააგენტოფრინველის გრიპი