შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხანძარმა, ქობულეთში, 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპა

10 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 28

ხანძარმა, ქობულეთში, 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპა

ბავშვები რუსთავის ანსამბლის წევრები არიან.

ქობულეთის სასტუმროში “ჰასანი” ხანძარი გაჩნდა, რასაც 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ “სიხარული 2-ის” წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა.
ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმროში დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და რამდენიმე წუთში მთელ შენობას.

ქობულეთის სასტუმრო “ჰასანში” ხანძარი, სავარაუდოდ, კონდიციონერმა გამოიწვია.

თეგები: ბაშვების დაღუპვაქობულეთიხანძარი