ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მისაღებად კონკურსი 29 მაისს გაიმართება

11 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 23

სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მისაღებად კონკურსი 29 მაისს გაიმართება

კომისიას ქუთაისის მერი შოთა მურღულია უხელმძღვანელებს.

18 მიკროსაავტომობილო ხაზზე ნებართვის გასაცემად მერიამ კონკურსი გამოაცხადა. იგი მერიის სხდომათა დარბაზში 29 მაისს გაიმართება. კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ნებართვების მოქმედების ვადა M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტებს დაუმთავრდათ. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის, ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი ცხვცედიანის თქმით, კონკურსში მონაწილე პირები თავად დააკვირდებიან კონკურსის მიმდინარეობას.

ნებართვის მაძიებლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება კი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მოხდება. „გამარჯვებულის გამოვლენიდან 2 კვირის ვადაში ჩვენ შევამოწმებთ სატრანსპორტო საშუალებას და თუ ის არ შეესაბამება მოთხოვნებს, მასზე ნებართვა არ გაიცემა. ვადაგასულ სატრანსპორტო საშუალებებს წლის განმავლობაში 106 ათასი ლარი შემოჰქონდათ. ახალი გაანგარიშებით კი, თანხა დახლოებით 200 ათას ლაზე მეტს შეადგენს”, – განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

კონკურსს 8 კაცისაგან შემდგარი კომისია ეყოლება. კომისიის თავმჯდომარე კი ქუთაისის მერი შოთა მურღულია იქნება. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კოტე ქავთარაძე, მალხაზ ბასილაძე, პაატა კლდიაშვილი, ლავრენტი ალანია, გურამ ტოროშელიძე, დავით წიტაიშვილი, კახი დვალიშვილი და ნიკა ლატარია. სატრანსპორტო საშუალებებზე ნებართვის გასაცემი კონკურსი 29 მაისს დაიწყება და გამარჯვებული იმავე დღეს გამოვლინდება.

თეგები: კონკურსიმერიატრანსპორტი