ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა

11 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 20

ქუთაისმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა

კონფერენცია გელათის სამეცნიერო აკადემიაში გაიმართა.

ქუთაისი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობდა. გელათის სამეცნიერო აკადემიაში, კონფერენცია „საქართველო-კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობდა. კონფერენცია რესპუბლიკური იყო და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200- მდე მოსწავლემ მიიღო. ღონისძიება ქუთაისის მერიამ დააფინანსა და ორგანიზება ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ გასწია. კონფერენციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო, რომელმაც მონაწილეები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. გელათის სამეცნიერო აკადემიაში, კონფერენცია „საქართველო-კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ მესამედ მოეწყო.

თეგები: გელათის აკადემიაქუთაისიღვინო