სურსათის ეროვნული სააგენტომ მობილურ ლაბორატორია წარმოადგინა. მათ ის ტექნიკა წარმოადგინეს, რომელსაც სხვადასხვა ობიექტებზე ინსპექტირებისას იყენებენ. “ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს ქეისი. წარმოდგენილია თერმომეტრი, რომელიც ტემპერატურას ზომავს სიღრმეში, იწერს და აფიქსირებს ტემპერატურას სხვადასხვა დროს. გვაქვს ასევე მჟავიანობის შემამოწმებელი ხელსაწყო, რომელიც მჟავიანობას სხვადასხვა პროდუქციის შემადგენლობაში ამოწმებს”, – განაცხადა სეს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელმა ბესიკ გორდეზიანმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შემცველი ბროშურებიც წარმოადგინეს.
ქუთაისში მობილური ლაბორატორია წარადგინეს
12 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 23
ევროკავშირის დღეების ფარგლებში გამოფენა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოაწყო.
თეგები: გამოფენა • ევროკავშირი • სეს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები