რუსთავში მკვლელობა მეგობრობის ქუჩაზე მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.
გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
17 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 24
მკვლელობა, რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მოხდა.
თეგები: ეჭვმიტანილი • მკვლელობა • ქალზე ძალადობა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები