ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცისთვის 400 000 ლარი დაიხარჯება

18 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 20

ჭიათურაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცისთვის 400 000 ლარი დაიხარჯება

პროექტს იმერეთის გუბერნატორი გაეცნო.

ჭიათურაში მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია ამ ეტაპზე სამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უტარდება. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 400 000 ლარით ფინანსდება. ჭიათურაში საჩხერის გზატკეცილი-ზოდის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელზეც 600 000 ლარამდე ჯდება. თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდანაა გამოყოფილი. ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერანტორებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერეს.

თეგები: იმერეთისაბავშვო ბაღებიჭიათურა