შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისისთვის მზადებას იწყებს

19 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 33

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისისთვის მზადებას იწყებს

დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისისთვის მზადებას იწყებს. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება, სამაგიროდ ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტექნიკას გამოფენენ. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ხვალ საკოორდინაციო შემოფრენას იროკეზის ტიპის შვეულმფრენები განახორციელებენ. ისინი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სტადიონის გავლით, გლდანის მიმართულებით გადაიფრენენ.

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს. გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა, სადაც შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადასთან ერთად ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღე პარლამენტის წინ გალა-კონცერტით დასრულდება.

თეგები: 26 მაისითავდაცვის სამინისტროსაქართველო