ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრემიერ–მინისტრი რიგაში გაემგზავრა

20 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 19

პრემიერ–მინისტრი რიგაში გაემგზავრა

„აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან , დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გამართულ მიღებას და სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარულ სესიაზე.

თეგები: პრემიერირიგაღარიბაშვილი