წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, 1950 წელს დაბადებული რევაზ უ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამოღებულია „იჟ 56-3-ის“ მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი, 8 ცალი ვაზნა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 2 ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ვაზნები საბრძოლოა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
შსს-მ წალენჯიხის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო
22 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 42
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
თეგები: გამოძიება • უკანონო იარაღი • წალენჯიხა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები