ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

26 მაისისათვის მთავრობა 1 579 000 ლარს დახარჯავს

23 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 20

26 მაისისათვის მთავრობა 1 579 000 ლარს დახარჯავს

თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა. განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
“საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – 385 000 (სამასოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; 2 გ) სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს – 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას – 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი”, – ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში. ამ თანხაში არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაგეგმილი ხარჯები.

თეგები: 26 მაისიირაკლი ღარიბაშვილისაქართველო