შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დარისპანის გასაჭირი” – თეატრალური იმერეთის მეორე საფესტივალო დღე

23 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 50

“დარისპანის გასაჭირი” – თეატრალური იმერეთის მეორე საფესტივალო დღე

“თეატრალური იმერეთის” ფარგლებში მეორე სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრმა გამართა.

ვანის სახალხო თეატრმა დავით კლდიაშვილმა “დარისპანის გასაჭირი” წარმოადგინა. “თეატრალური იმერეთის” ფარგლებში დღეს მეორე სპექტაკლი იმართება. მესხიშვილის თეატრის სცენა 6 ივნისამდე სხვადასხვა რეგიონების თეატრებს დაეთმობა. ყველა სეანსი 18:00-ზეა ჩანიშნული. ხვალ მესხიშვილის სცენა ფესტივალის ფარგლებში ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრს დაეთმობა. ისინი მიხელ ჯავახიშვილის “მუსუსს” წარადგენენ. რეგიონალურ თეატრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, ქუთაისის ახალგაზრდა თეატრი და ქუთაისის “ნიღბების თეატრი” მიიღებენ. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

თეგები: ვანითეატრალური იმერეთითეატრი