ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კიევში ლენინის ძეგლი “ოქროს უნიტაზით” შეცვალეს

3 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 23

კიევში ლენინის ძეგლი “ოქროს უნიტაზით” შეცვალეს

ოპონენტები, უკრაინის პრეზიდენტს დიდი ხანია ოქროს უნიტაზის ქონას მიაწერენ.

“ევრომაიდნის” აქტივისტებმა კიევის ცენტრში, იქ სადაც ადრე ლენინის ძეგლი იდგა, “ოქროს უნიტაზი” დადგეს. უნიტაზი ოქროსფრადაა შეღებილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი “სკულპტურა” “დანაშაულებრივი რეჟიმის, გაუმართლებელი სიმდიდრისა და კორუფციის” სიმბოლოა.
ოპონენტები, უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დიდი ხანია “ოქროს უნიტაზის” ქონას მიაწერენ. მედიაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა, თუმცა, პრეზიდენტის პრესმდივანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება.
კიევში, ბესსარაბსკის მოედნიდან ლენინის ძეგლი 2013 წლის 8 დეკემბერს აიღეს. მანამდე ძეგლი აქტივისტებმა ნაწილობრივ დააზიანეს
წყარო: ambebi.ge

თეგები: აქციაკიევილენინისაზოგადოება