ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნაგავსაყრელის განაღმვა დასრულდა

25 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 28

ნაგავსაყრელის განაღმვა დასრულდა

სამუშაოები “The HALO Trust”-მა შეასრულა.

იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დღეს დასრულდა.
სამუშაოები ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაციამ -“The HALO Trust”-მა შეასრულა. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად ტერიტორიაზე ჩატარებული განაღმვითი სამუშაოები დაათვალიერა.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას 2018 წელს დაასრულებს.

ნაგავსაყრელი თერჯოლის ტერიტორიაზე მოეწყობა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონსაც მოემსახურება.

თეგები: იმერეთინაგავსაყრელიქუთაისი