ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“როდესაც პარლამენტი გადავა, ფუნქცია ხომ უნდა დარჩეს ქუთაისს”-გუბაზ სანიკიძე

29 მაისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 23

“როდესაც პარლამენტი გადავა, ფუნქცია ხომ უნდა დარჩეს ქუთაისს”-გუბაზ სანიკიძე

“ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისის” წარმომადგენლები გუბაზ სანიკიძეს შეხვდნენ.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი “ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისის” წარმომადგენლები გუბაზ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის” ქუთაისში განთავსების პერსპექტივაზე ისაუბრეს. გუბაზ სანიკიძე ამ ინიციატივის მომხრეა. მისი თქმით, პარლამენტარების უმრავლესობა ამ ინიციატივას ემხრობა, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც.

“პარლამენტი ამ იდეას ემხრობა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ამ ინიცატივის. მე ამ საკითხით პირადად ვარ დაინტერესებული. ქუთაისელი ვარ და მინდა, რომ ამ ქალაქს ფუნქცია ქონდეს. როდესაც პარლამენტი გადავა, რაღაც ფუნქცია ხომ უნდა დარჩეს?.. მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი მალე განიხილება. პირადად მე, პრემიერთან ვაპირებ აღნიშნულ საკითხზე საუბარს. ეს იყო ჩვენი მთავარი დაპირება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დაპირება შევასრულოთ”,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

“ჩვენი მთავარი ამოცაანაა ამ ინიციატივის მხარდაჭერებისგან ზუსტი და არგუმენტირებული განმარტება მივიღოთ, შევაგროვებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, ხელმოწერებით და გადავუგზავნით პრემიერს”,- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მალხაზ ფხაკაძემ.

თეგები: გუბაზ სანიკიძეპარლამენტიქუთაისი