ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მძღოლები ტრანსპორტის პარალიზებით იმუქრებიან (ვიდეო)

29 მაისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი • 24

მძღოლები ტრანსპორტის პარალიზებით იმუქრებიან (ვიდეო)

კონკურსის მონაწილეები მიზანმიმართულ დაბლოკვაზე საუბრობენ.

ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი ამ დრომდე გრძელდება. თუმცა კონკურსის მიმდინარეობა უკმაყოფილების მიზეზი უკვე გახდა. როგორც მერიასთან შეკრებილი მძღოლები აღნიშნავენ, სასურველი კომპანიისთვის ხაზების გადაცემის მიზეზით ძველი კომპანიების მიზანმიმართული დაბლოკვა ხდება.

„6 ნომრის ხაზზე მომუშავე გადამზიდმა უკვე წააგო ტენდერი, რადგან მეორე კომპანიამ, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, ის მიკროავტობუსები წარმოადგინა, რომლებიც რეალურად არ მუშაობენ. ეს მოხდა შეგნებულად. ჩვენი ინფორმაციით სურთ კონკურსის ჩაშლა, რომ შემოვიდეს ერთ–ერთი ოლიგარქი, რომელიც ყველა ხაზს მოიგებს. ველოდებით შედეგებს, თუ ისე გაგრძელდა, როგორადაც ვვარაუდობთ, ხვალ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტის პარალიზებას მოვახდენთ“–განაცხადა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ლია მაჭავარიანმა.

თეგები: კომპანიატრანსპორტიქუთაისი