სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ძლიერი პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიაა“

31 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 55

„ძლიერი პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიაა“

ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერი და შს მინისტრი სტუმრებთან ერთად გამოფენებს დაათვალიერებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პრეზიდენტმა სამართალდამცავებს გაწეული მუშაობისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო, ღირსების მედალი შსს -ს აკადემიის პროფესორ სოფიო კილაძეს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ – ინსპექტორს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ თეონა ჭიჭინაძეს გადასცა.

„მინდა მივულოცო ჩვენს პოლიციას პროფესიული დღე და გაწეული მუშაობის და მამაცობისათვის მადლობა გადავუხადო. ძლიერი პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიაა“,-განაცხადა მარველაშვილმა.

ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ პრეზიდენტი, პრემიერი და შს მინისტრი სტუმრებთან ერთად გამოფენებს დაათვალიერებენ.

თეგები: პოლიციაპრეზიდენტიქუთაისი