ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სააკაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა”

31 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 25

“სააკაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა”

გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ოდესაში გუბერნატორად დანიშვნაზე კომენტარი გაააკეთა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეუარცხყოფის მიყენებაა. ” სააკაშვილის კარიერაზე კომენტარი არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. მინდა კომენტარი გავაკეთო მის მიერ მოქალაქეობის დატოვებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის დატოვება არის პრეზიდენტის ინსტიტუტისა და ქვეყნის შეურაცხყოფა. ჩემი აზრით, კარიერაზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს და ეს არის მოქალაქეობა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თეგები: გიორგი მარგევლაშვილიმიხეილ სააკაშვილიპრეზიდენტი