ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

1 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 24

კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

“არსენალის მთა ღამით” საქართველოს უბრუნდება.

ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “2030” წერს.
“საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა”, – წერს ორგანიზაცია.

ნახატი ყოფილმა პრემიერმა აუქციონზე მილიონ 486 ათას 100 დოლარად შეიძინა.

ფიროსმანის ნახატის საწყისი ღირებულება მილიონ 235 ათას 119 დოლარი იყო.

აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. ის ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.
ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

თეგები: არსენალის მთაბიძინა ივანიშვილიფიროსმანი